Array

პარტნიორები

ბედეგი

კომპანია ბედეგი დაარსდა 1999 წელს. კომპანია ბედეგი აწარმოებს 30 დასახელების სამშენებლო პროდუქციას: სამშენებლო ბლოკს, ბორდიურს, მოსაპირკეთებელი ფილას, ქვაფენილს და ა.შ.
16 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, კომპანია ბედეგი წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და  თავი დაიმკვიდრა როგორც ბაზრის უდავო ლიდერმა. ბედეგის ქარხანა განთავსებულია 24 204 მ² ტერიტორიაზე. კომპანია ბედეგის პროდუქცია იწარმოება დასავლური წარმოშობის წამყვანი კომპანიების დანადგარებით.
წელს დავიწყეთ იზობლოკის წარმოება, აღნიშნული პროექტი განხორციელდა გერმანული ტექნოლოგიით, რომლის ანალოგი რეგიონში არ არის.
www.Bedegi.ge

REHAU

REHAU-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ექსპლუატაციისა და მშენებლობის ხარჯების შემცირება, რადგან „მდგრადი განვითარების“ და მწვანე ტექნოლოგიების პრინციპები ყველა ჩვენგანისთვის მომავალი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ენერგოდამზოგავი მშენებლობა მხოლოდ მაღალხარისხოვანი მასალებისა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით არის შესაძლებელი.
ავეჯის დიზაინის მრავალფეროვანმა გადაწყვეტილებებმა REHAU აქცია ავეჯის ცალკეული ნაწილების დამზადებისა და გაფორმების ლიდერად, რადგან მათში მაქსიმალურადაა შერწყმული ესთეტიკა და დანიშნულება, რაც საშუალებას აძლევს მას დააკმაყოფილოს ყველაზე დიდი მოთხოვნილებები და მუდმივად განავითაროს სამზარეულოების, საოფისე ავეჯის, სააბაზანოების მოწყობილობებისა და სხვა ავეჯის დიზაინი და წარმოების პროცესი.
www.rehau.ge

შპს "ჯეოსთილი"

შპს "ჯეოსთილი" ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა საქართველოს ინდუსტრიის სფეროში. იგი 2007 წელს დაარსდა და ცნობილი ინდური კომპანია JSW Steel Netherlands BV-სა და Georgian Steel Group Holding-ის ერთობლივი საწარმოა. ISO 9001:2008 სერტიფიცირებული კომპანიაა. იგი იყენებს საუკეთესო საერთაშორისო პროცესებს და იცავს ხარისხის მკაცრ სტანდარტებს. მისი პროდუქცია აკრედიტირებულია “TS708:2010” სტანდარტით თურქული სტანდარტების ინსტიტუტის მიერ. მას მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი UK CARES , რაც კომპანიას უფლებას აძლევს აწარმოოს და მოამარაგოს კლიენტები მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის არმატურით. "ჯეოსთილი" აღჭურვილია საკუთარი ქიმიური და მექანიკური სატესტო მოწყობილობებით და რადიაციის გამოვლენის სისტემით.
www.geosteel.com.ge

ციტადელი

ციტადელის ბრენდის შენებას წარმატებით ჩაეყარა საფუძველი 2011 წელს და კომპანია გაიზარდა იმდენად, რომ ამ დროისათვის ის ჰოლდინგის სახით სამ კომპანიას აერთიანებს:
ციტადელი - სამშენებლო მასალები
ციტადელი - მშენებლობა
ციტადელი- საერთაშორისო გადაზიდვები

ციტადელის საქმიანობა საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშენებლო მასალების იმპორტით დაიწყო და დღემდე წარმატებით იკავებს ბაზრის წილის 70%. მოგვიანებით კომპანიის საქმიანობის არეალი გაფართოვდა და უკვე 2015 წლიდან ციტადელი-მშენებლობა დაარსდა. ამ დროისათვის კომპანია საერთაშორისო გადაზიდვებსაც აწარმოებს და ბაზრის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციასაც იკავებს.
ციტადელი ჰოლდინგის მუდმივი ზრდა პირდაპირ კავშირშია გარანტირებულ ხარისხთან და ნდობასთან, რომლის მოპოვებას და შენარჩუნებას მომხმარებლებთან და პარტნიორებთან შესანიშნავად ახერხებს. კომპანიის მთავარ მისიად სწორედ ამ სანდო და სტაბილური კურსის შენარჩუნება რჩება, რომლითაც მან ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება შეძლო.
სტაბილურობა, სანდოობა და ხარისხი - ეს სამი ფრაზა ყველაზე კარგად ახასიათებს ჰოლდინგს და ამავდროულად, შეესაბამება იმ პროდუქციასა და მომსახურებას, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს.
www.citadeli.com

"ჰაიდელბერგცემენტი"

„ჰაიდელბერგცემენტი“ საქართველო - ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელია საქართველოში. იგი ჯგუფის „ჰაიდელბერგცემენტი“ წევრია, რომელიც ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და აგრეგატების წარმოებაში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 52,500 ადამიანი, მის კუთვნილ 2,500 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული. “ჰაიდელბერგცემენტმა” 2006 წლის ბოლოს განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). როგორც "ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის" წევრი, კომპანია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს მენეჯმენტისა და წარმოების საკითხებში.
www.heidelbergcement.ge

გეპეის ლაბორატორია

გეპეის ლაბორატორია წამყვანი კვლევითი ცენტრია საქართველოში სამშენებლო ინდუსტრიის ხარისხის დადგენის განხრით, სადაც განთავსებულია 80-ზე მეტი დასახელების დანადგარი და აპარატურა, რომლებიც საშუალებას იძლევა ფართოდ აისახოს და შეფასდეს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები. ლაბორატორიაში შესაძლებელია განხორციელდეს სამეცნიერო-კვლევითი და საექსპორტო და სამეურნეო სამუშოაები სამშენებლო ინდუსტრიის თანამაედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით კერძოდ, ლაბორატორიას გააჩნია როგორც პრაქტიკული დანიშნულების, ასევე კვლევითი ხასიათის სამუშაოების შესრულების პოტენციალი, მათ შორის:

1. კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე გამოყენებული ბეტონის სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრა;
2. ინეტრული მასალების საცრითი ანალიზი ევროპული და რუსული სტანდარტებით;
3. ცემეტრის აქტივობის განსაზღვრა (მარკის დადგენა);
4. ბეტონის რეცეპტის დამუშავება სხვადასხვა ქიმიური დანამატების გამოყენებით და მათი სიმტკიცის მახასიათელების დადგენა;
5. ასფალტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების განსაზღვრა;
6. არმატურის სიმტკიცის პარამეტრების დადგენა ნატურიდან აღებული ნიმუშების გამოცდით გაჭიმვაზე და ღუნვაზე;
7. რკინა-ბეტონის კონსტრუქციების გამოკვლევა;
8. შენობა-ნაგებობის და მათი ცალკეული ელემენტების გეოდეზიური პარამეტრების დადგენა;
9. გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების განსაზღვრა;

„ოტისი“

„ოტისი“ არის მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი ადამიანთა-გადაზიდვის პროდუქციისა, რაშიც შედის ლიფტები, ესკალატორები და მოძრავი-ბილიკები. დაარსებული 160 წლის წინ უსაფრთხო ლიფტის გამომგონებლის მიერ, „ოტისი“ სთავაზობს პროდუქციასა და სერვისებს 200 სხვადასხვა ქვეყანაში და ემსახურება 1.9 მილიონ ლიფტს მსოფლიო მასშტაბით. „ოტისი“ არის „United Technologies Corp”-ის ნაწილი, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი საჰაერო და სამშენებლო ინდუსტრიაში.